ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ:
შპს „ჯი არ სი“ – 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის #1 პრიორიტეტი ბაზარზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნა, რაც განაპირობებს კომპანიის წარმატებას.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. ჯი არ სი ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე კადრები, რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.
კომპანიის საქმიანობა:
სამშენებლო სფეროში, კომპანია ჯი არ სი, არის გარანტი იმისა რომ შესაძლებელია ყველა ტიპის სამშენებლო გადაწყვეტილების შესრულება.
ჩვენი ძირითადი მიმართულებები:
- გადახურვის მასალები: მეტალოკრამიტი, პროფილირებული ფურცელი, გოფრირებული ფურცელი, ბრტყელი ფურცელი, მონოპანელი – დათბუნებული სახურავი, შინგლი, ბრტყელი გადახურვა, უნაკერო მემბრანები და სხვა.
- ენერგოეფექტული სამშენებლო მასალები: ქაფპოლისტიროლის სენდვიჩპანელი, მინერალური ბამბის სენდვიჩპანელი, პოლიურეთანის სენდვიჩპანელი
- ხანძარმედეგი ქვაბამბის სენდვიჩპანელი – ერთადერთი პროდუქტი რომელსაც აქვს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისობის სერთიფიკატი მთელს რეგიონში
- დამათბუნებელი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები: არაალებადი EPS, XPS, მინერალური ბამბა, ქვის ბამბა, დიფუზიური , სადრენაჟე და სინთეთიკური მემბრანები
- სტრუქტურილი რკინა: მართკუთხა მილი, მრგვალი მილი, კუთხოვანა, ფურცლოვანი ფოლადი, ორტესებრი კოჭი, შველერი
- სამშენებლო ქიმია: ბეტონის დანამატები, დასასხმელი იატაკები, წასასმელი ჰიდროიზოლაციები, პლასტიფიკატორები, საინექციო მასალები, აუზებისა და ფუნდამენტის ჰიდროსაიზოლაციო და სარემონტო მასალები.
- თაბაშირმუყაო: თაბაშირმუყაოს ფილები, სალესი ფითხი, UD, CD, UW, CW, საკიდები;
- აქსესუარები: ჭანჭიკები, წყალსაწრეტი სისტემები, საჰერმეტიზაციო ლენტები და სხვა.
მიუხედავად პროდუქციის კატეგორიების მრავალფეროვნებისა, კომპანია ყოველწლიურად სთავაზობს სიახლეს ქართულ ბაზარს და ხელს უწყობს დარგის განვითარებას.
GRC LLC – საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელი:
კომპანია “ჯი არ სი” არის ისეთი საერთაშორისო კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში როგორიცა BASF, Firestone, Ursa, Technonicol, Arcelormittal, SSAB, DONGBU და სხვა.
მნიშვნელოვანი მოვლენები:
- 2003 წელს კომპანიამ სხვადასხვა ტიპის სახურავების, დამათბუნებელი და ჰიდროსაიზოლაციო მასალების რეალიზაციით დაიმკვიდრა ბაზარზე ადგილი;
- 2009 წელს ჯი არ სი – მ შეიძინა ფინური მეტალოკრამიტის დანადგარი და დაიწყო სახურავის ხაზის წარმოება;
- 2010 წელს ჯი არ სი – მ გააფართოვა საწარმო ხაზი და შეიძინა პროფილირებული ფენილის დანადგარი;
- 2010 წელს ჯი არ სი – მ დაიწყო გოფრირებული თუნუქის წარმოება;
- 2011 წელს ჯი არ სი – მ განავითარა და გააფართოვა მეტალოკრამიტის წარმოება და მომხმარებელს შესთავაზა უნიკალური გადადების და ორმაგი საკეტის მქონე სახურავი (Twin Lock);
- 2011 წელს კომპანიამ დაამატა ახალი პროფილირების დანადგარი და გააფართოვა პროფილირებული სახურავის ასორტიმენტი;
- 2012 წელს გაიხსნა კომპანიის ფილიალი აჭარის რეგიონში, ბათუმში;
- 2013 წელს ჯი არ სი-მ გახსნა ახალი სახურავის ქარხანა ფეიქართა ქუჩაზე;
- 2014 წელს ჯი არ სი-მ დაიწყო თაბაშირმუყაოს UD, CD, UW, CW პროფილების წარმოება;
- 2015 წელს ჯი არ სი-მ სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში ააშენა სენდვიჩპანელების და დამათბუნებელი მასალების მწარმოებელი ქარხანა რუსთავში;
- 2017 წელს კომპანია სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოს ბენეფიციარი გახდა და არაძვირფასი ლითონების მწარმოებელ საწარმოს ასაშენებლად, ქუთაისში მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.
- 2019 წელს ჯი არ სი-მ გააფართოვა საწარმო ხაზი და გახსნა სტრუქტურული რკინის საწარმო რუსთავში.
- 2020 წელს ჯი არ სი-მ დაიწყო ორმხრივად შეღებილი თუნუქის წყალსაწრეტი სისტემების წარმოება.